კომპანიის ისტორია

“BP Group”  (იურიდიული სახელწოდება: შპს "საქართველო–ისრაელის ბიზნეს ჯგუფი") საქმიანობას 2015 წლიდან ეწევა. კომპანიის უმთავრესი მიმართულებაა სამშენებლო - დეველოპერული პროექტების დაგეგმვა და განხორციელება.  კომპანიას გააჩნია მშენებლობის ყველა ფაზის ორგანიზებისა და მართვის მდიდარი გამოცდილება და ძირითადი ქვეკონტრაქტორებისა და კონსულტანტების ძლიერი გუნდი. 

ჩვენი მისია

კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის უძრავი ქონებას, ხელმისაწვდომი და გონივრული ფასებით. ამასთან, მრავალწლიანი წარმატება და მოქალაქეთა ნდობა, რომელიც "BP Group" -მა  2015 წლიდან  დღემდე მოიპოვა,  მენეჯმენტის მიერ გამოჩენილი ძალისხმევის, ღია ფინანსური პოლიტიკისა და მოთხოვნათა სწორი ანალიზის შედეგია. კომპანიის მიერ შექმნილი პროექტები პასუხობენ სამშენებლო დარგში მიღებულ ყველა საუკეთესო სტანდარტს. ამასთან, თითოეული  პროექტის ვიზუალი იდეალურად ერწყმის თბილისის იერსახეს და განაშენიანების გეგმას.

ჩვენი ფასეულობები

“BP Group”–ის  თითოეული პროექტი ორიენტირებულია იმისკენ, რომ ადამიანების ყოველდღიური  ცხოვრება გახდეს უკეთესი და მეტად მარტივი. კომპანიის  გუნდს აქვს ინდივიდუალური მიდგომა  თითოეული  მომხმარებლის მიმართ, რათა  განხორციელდეს   დასახული მიზანი  -  უზრუნველყოფილი იყოს თითოეული   მაცხოვრებლის  სიმშვიდე  და კომფორტი.

შესაბამისად, დასახული მიზნების მისაღწევად,      კომპანიის მიერ შექმნილი  პროექტები,       სხვა უპირატესობებთან ერთად,  გამოირჩევა შემდეგი    ინდივიდუალური მახასიათებლებით:

  • სამშენებლო მასალების საუკეთესო ხარისხი.
  • უძრავი ერთეულების   კომფორტული   გეგმარება.
  • საუკეთესო ხედები.
  • საცხოვრებელი და საზაფხულო ფართების ზომიერი თანაფარდობა.
  • თითოეული  პროექტის დადგენილ ვადაში შესრულების გარანტია.

 ხაზგასასმელია, რომ  კომპანიის  ყოველდღიურ აქტივობაში სოციალურ პასუხისმგებლობას დიდი ადგილი დაეკისრება.    კერძოდ, პრიორიტეტის სახით განისაზღვრება    გარემოს დაცვა,   განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებზე  ზრუნვა და რიგი აქტივობების განხორციელების გზით,  ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია.  

ამასთან,    კომპანიას გააჩნია   რესურსები და შესაძლებლობები, რათა უზრუნველყოფილი იქნას    არა მხოლოდ  კაპიტალის შექმნა და მისი რეალიზაცია,      არამედ მოხდეს   ინფრასტრუქტურის შემდგომი მართვა, კომპლექსის მაცხოვრებელთა       ცხოვრების სტანდარტის  გაუმჯობესების მიზნით.   შესაბამისად, კომპანიაში ქონების შეძენა წარმოადგენს  არა  ურთიერთობის დასასრულს, არამედ დასაწყისს, რომელიც არსებობის განმავლობაში, ორიენტირებული იქნება  თითოეული ადამიანის ცხოვრების გამარტივებაზე.

გარანტია

"BP Group"-  ის მიერ, უძრავი ქონების შეთავაზება, ძირითადად,  ხორციელდება დასრულებულ პროექტებში, რაც  უზრუნველყოფს შემძენთა  აბსოლუტურ სიმშვიდეს. ბინის განკარგვის შესაძლებლობა, თქვენ გეძლევათ  შესყიდვისთანავე და არ გიწევთ  ხანგრძლივი დროით, მოლოდინის რეჟიმში ყოფნა.  
ამით, იზოგება შემძენთა ფინანსური და დროის რესურსები. 
ხოლო   მიმდინარე პროექტები,  სადაც  რკინა–ბეტონის სამუშაოები აგრეთვე  დასრულებულია,    სრულად დაფინანსებულია,  რაც იძლევა იმის აბსულუტურ   გარანტიას, რომ ყველა პროექტი დაგეგმილი ვადის ფარგლებში განხორციელდება.